saqarTvelos mdinareebi - lexura

ტერიტორიული ერთეულები კასპის მუნიციპალიტეტი
სათავე ხარულის ქედი 42°15`52` ჩ. გ. 44°23`28` ა. გ.
შესართავი მტკვარი 41°54`18` ჩ. გ. 44°25`21` ა. გ.
სიგრძე 43 მ
აუზის ფართობი 285 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 2.99 მ³/წმ

 

სინონიმი: რეხულა.

მდინარე, ახალგორისა და კასპის მუნიციპალიტეტებში. მტკვრის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს ხარულის ქედის სამხრეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 2025 მ. სიგრძე 43 კმ. აუზის ფართობი 285 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმოვარდნები იშვიათია. საშუალო წლიური ხარჯი 2,99 მ3/წმ.

ლეხურიდან გაყვანილია 5 არხი, რომლებიც რწყავს 5700 ჰა მიწას.